გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩიბურდანიძე: სალომე ზურაბიშვილის კალთას ამოფარებული კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ევროპელობით ვერ შეიფუთება, იმდენი სისხლი აქვს საქართველოში დაღვრილი

3-06-2024

„მიზანი დაგვიმალონ საზოგადოებას „ნაცმოძრაობა“, მიაყუჩონ სადმე, არ დაგვანახონ და ისე ჩაატარონ არჩევნები საქართველოში, თავიდანვე სასტიკი მარცხისთვის არის განწირული,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ. მისივე თქმით, რადიკალურ ოპოზიციაში მხოლოდ „ნაცმოძრაობაა“ ან სხვადასხვა პარტიებში გადანაწილებული „ნაცმოძრაობის“ ძველი და კარგად ნაცნობი ლიდერები.


„წარმოიდგინეთ ნიკა გვარამია ზურაბიშვილის კალთის ქვეშ შეფარებული,“ - აღნიშნა მან.


„იმ ოპოზიციის რა ვთქვი, სალომე ზურაბიშვილის კალთას რომ ამოეფარება. წარმოიდგინეთ. ნიკა გვარამია ზურაბიშვილის კალთის ქვეშ შეფარებული. ასეთი რეალობის წინაშე ვდგავართ დღეს. ეს ყველაფერი იდეალის დონეზე აყვანილი მათი სცენარია, რაც რასაკვირველია არ შედგება. ეს სცენარიც უცხოეთში არის დაწერილი. და რა არის ამ სცენარის მთავარი მიზანი? წინ წამოწიეს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც წარსულში ნაცი არ იყო და მისი ვითომ ევროპელობით ფარავენ ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას და „ლელოს“ - „ნაცმოძრაობას“, ანუ სალომე ზურაბიშვილის ქვეშ მალავენ მთელ „ნაცმოძრაობას“.


დღეს რადიკალურ ოპოზიციაში მხოლოდ „ნაცმოძრაობაა“ ან სხვადასხვა პარტიებში გადანაწილებული „ნაცმოძრაობის“ მსხვილი ლიდერები. დამნაშავეები, იმ სისტემის ავტორები და ლიდერები, რომელსაც ისტორიამ დაარქვა მკვლელი, სისხლიანი რეჟიმი. აი ეს ყველაფერი იმალება სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ და სურთ, რომ თავად იგი შეფუთონ, როგორც ე.წ. ევროპელი ლიდერი. სურთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ანუ ხელისუფლებას არჩევნებზე დაუპირისპირონ ერთადერთი სახელი - ევროპა, „ნაციონალური მოძრაობა“ კი დამალონ. თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილის კაბით და ევროპელობით ვერ დაიმალება. „ნაცმოძრაობას“ იმდენი სისხლი აქვს საქართველოში დაღვრილი, რომ ეს წითელი ფერი - სისხლი ყველგან ჩანს. გავმეორდები მათი მიზანი რომ დაფარონ, დაგვიმალონ საზოგადოებას „ნაცმოძრაობა“ , მიაყუჩონ სადმე, არ დაგვანახონ და ისე ჩაატარონ არჩევნები საქართველოში თავიდანვე სასტიკი მარცხისთვის არის განწირული,“ - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930