გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი: უთანასწორო ომში, რომელიც საქართველოს გამოუცხადეს, გადამწყვეტი მნიშვნელობა საზოგადოების კეთილგონიერებას ენიჭება. შესაძლოა, ჩვენი ქვეყანა ურთულეს პერიოდს გადის, სწორედ ამიტომ გვჭირდება სიფრთხილეც, ყურადღებაც და კონსოლიდაციაც

4-06-2024

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილის წერილს ეხმიანება.


როგორც ექსპერტი აღნიშნავს, იმ უთანასწორო ომში, რომელიც საქართველოს გამოუცხადეს ცხადია, გადამწყვეტი მნიშვნელობა ხალხს და საზოგადოების კეთილგონიერებას ენიჭება.


მისივე თქმით, შესაძლოა ჩვენი ქვეყანა დღეს დღეობით ერთ-ერთ ურთულეს პერიოდს გადის, შესაბამისად სწორედ ამიტომ გვჭირდება სიფრთხილეც, ყურადღებაც და კონსოლიდაციაც.


„იმ უთანასწორო ომში, რომელიც საქართველოს გამოუცხადეს ცხადია, გადამწყვეტი მნიშვნელობა ხალხს და საზოგადოების კეთილგონიერებას ენიჭება. საქართველო ერთმხრივ ისტორიულადაა მიჩვეული ყოველმხრივ შემოტევებს, სამწუხაროდ ცუდი დროებაც არაერთხელ გვქონია, თუმცა არც გამარჯვებების ნაკლებობას ვუჩივით. ერთი რამ კი, რაც აუცილებლადაა გასათვალისწინებელი, მხოლოდ სამშობლოზე შეყვარებული, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დამცველი ხელისუფლების ლიდერობითა და გონიერი ხალხის ერთობლიობით მიიღწეოდა გამარჯვებები. თუ კარგად დავფიქრდებით, შესაძლოა ჩვენი ქვეყანა დღეს დღეობით ერთ-ერთ ურთულეს პერიოდს გადის, შესაბამისად სწორედ ამიტომ გვჭირდება სიფრთხილეც, ყურადღებაც და კონსოლიდაციაც,“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31