4-06-2024
ასეთ სარჩელს პერსპექტივა ვერ ექნება, შეუძლებელია სამართლებრივად დაამტკიცო ის, რომ გამჭვირვალობა არის ცუდი, - ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფოს ინტერესები ბოლომდე იქნება დაცული.
„რა თქმა უნდა, ყველას აქვს თავისი საქმე, მაგრამ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები ბოლომდე იქნება დაცული. პარლამენტი სათანადოდ დაიცავს სახელმწიფო ინტერესებს და წარადგენს ყველა არგუმენტს იმასთან დაკავშრებით, თუ რატომ არის გამჭვირვალობა კარგი ჩვენი ქვეყნისთვის. უბრალოდ, შეუძლებელია სამართლებრივად თუ არა სამართლებრივად იმის დამტკიცება, თუ რატომ არის NGO-ების გამჭვირვალობა ცუდი. ვერ წარმოადგენ ამასთან დაკავშირებით ვერავითარ არგუმენტს. აქედან გამომდინარე, ასეთ სარჩელს ვერ ექნება ვერავითარი პერსპექტივა,"- აღნიშნა პრემიერმა.