გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, ივლისი 23, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიგრაციის დეპარტამენტმა ქვეყნიდან უცხო ქვეყნის 42 მოქალაქე გააძევა

5-06-2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მიმდინარე წლის აპრილი-მაისის თვეებში, სხვადასხვა ქვეყნის 42 მოქალაქის დაკავება და ქვეყნიდან გაძევება უზრუნველყო. დაკავებულ პირთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა გაძევებული საქართველოდან.


უწყების ცნობით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ქვეყნიდან გაძევებულ იქნა ერაყის რესპუბლიკის, ირანის ისლამური რესპუბლიკის, ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის, სომხეთის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციის, იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის და სხვა უცხო ქვეყნების, ჯამში 42 მოქალაქე.


გაძევებულ პირთა შორისაა საქართველოში შემოსული და ქვეყანაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი აზერბაიჯანის რესპუბლიკის 8 არასრულწლოვანი მოქალაქე, რომლებიც ჩართული იყვნენ სხვადასხვა სახის ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის მთავარ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031