გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ედიშერ გვენეტაძე საბანაძესა და ჩხიკვაძეზე: 21-ე საუკუნის უსამშობლოებმა თავიანთ პატრონებთან, „დემოკრატიის“ საბაბით მოითხოვეს იმ ქვეყნის დასჯა, რომელშიც საუბედუროდ დაბადებულნი და გაზრდილები არიან

5-06-2024

ისტორია მეორდება თავის შავ ფერებში! სახელდობრ 21-ე საუკუნის უსამშობლო ხუტლუბუღებმა (ხუტლუბუღა ჩავიდა საყაენოში და მოითხოვა სიკვდილით დაესაჯათ მეფე დემეტრე II, რაც კიდევაც აღასრულეს დამპყრობლებმა) თავიანთ პატრონებთან და „დემოკრატიის“ საბაბით მოითხოვეს იმ ქვეყნის დასჯა, რომელშიც საუბედუროდ დაბადებულნი და გაზრდილები(გაზრდით ღორიც ზრდის თავის ნაშობს) არიან და არა აღზრდილები! - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით განხილვაზე, სადაც, „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა ვანო ჩხიკვაძემ და ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ნატალია საბანაძემ ისაუბრეს.


ექსპერტის თქმით, ასეთი სულგაყიდულები, სამწუხაროდ, მრავლად ჰყოლია საქართველოს.


„ისტორია მეორდება თავის შავ ფერებში! სახელდობრ 21-ე საუკუნის უსამშობლო ხუტლუბუღებმა (ხუტლუბუღა ჩავიდნენ საყაენოში და მოითხოვა სიკვდილით დაესაჯათ მეფე დემეტრე II, რაც კიდევაც აღასრულეს დამპყრობლებმა) თავიანთ პატრონებთან და "დემოკრატიის" საბაბით მოითხოვეს იმ ქვეყნის დასჯა, რომელშიც საუბედუროდ დაბადებულნი და გაზრდილები(გაზრდით ღორიც ზრდის თავის ნაშობს) არიან და არა აღზრდილები! ასეთი სულგაყიდულ-სულწარწყმედილ-გადაგვარებული: ჩხიკვაძეები, ხუციშვილები, საბანაძეები, ნათელაშვილები... სამწუხაროდ მრავლად ჰყოლია საქართველოს, რომელთა კოლექტიური სახელი საქართველოს ისტორიის მიერ მოხდენილი შეფასებული ხუტლუბუღა-ყორღანაშვილებად, რომელთა აყროლებულ ლეშებს მგლებმა და სვავებმაც კი არ დააკავეს პირი! ნეტავ თუ იციან ამ უბედურებმა რა სახელი აქვთ გარანტირებული ფულის დახარბების გამო მომავალი თაობებისთვის წინაშე?,” - წერს გვენეტაძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031