გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: ის პოლიტიკური სტრიპტიზი ქართულ-ამერიკული შესრულებით რაც გუშინ კონგრესის „ჰელსინკის კომიტეტზე“ ვიხილეთ და აშშ-ის ადმინისტრაციის სამომავლო ქმედებები, არის პირველი სპონტანური რეაქციები „ურჩი“ პარტნიორის სუვერენულ ქმედებებზე

5-06-2024

ორი თვის წინ აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტში გაიმართა მოსმენა, რომელზედაც დაბარებული იყვნენ აშშ-ის ყველა სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელები. თემა: აშშ-ის მიმართ მსოფლიო საფრთხეები. ამ მოსმენაზე სენატორების მიერ ითქვა რომ აშშ არის მსოფლიო ლიდერი, რომელსაც შეუძლია თავის ძალმოსილება განავრცოს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და ა.შ. ამ დროს, აშშ-ს მიერ სტრატეგიულ პარტნიორად, ანუ ფაქტობრივად ჯიბეში ჩადებულად მიჩნეულ საქართველოს და მის ხელისუფლებას ჰყოფნის „თავხედობა“ გაატაროს დამოუკიდებელი პოლიტიკა, - ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.


მისი განცხადებით, ვაშინგტონი ყოველთვის დაუნდობელია მათ მიმართ, ვინც აშშ-ის პირველობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ანჯაფარიძის განმარტებით, კონგრესმენების სიტყვებით ამერიკამ უკვე გვაგრძნობინა, რომ სასურველი მარიონეტის ხელისუფლებაში მოსაყვანად ყველაფერს გააკეთებს, თუმცა, ხელისუფლების დამხობა მას ზოგან გამოსდის, ზოგან - არა.


„აშშ-ის საგარეო პოლიტიკის სიღრმეებში გარკვევა ერთი მხრივ რთულია, მაგრამ მეორეს მხრივ არც ისე რთული. ვისაც ეს აინტერესებს, მან სახდეპის სპიკერის მეთიუ მილერის განცხადებებიდან კი არ უნდა გამოიტანოს დასკვნები, არამედ ცოტა მეტად ჩაიხედოს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის სიღრმეებში. გასაგებია, რომ ამას დრო და დიდი მასალის შესწავლა სჭირდება, მაგრამ გთავაზობთ შედარებით მარტივ საშუალებას. ბოლომდე გაეცანით/მოუსმინეთ თუნდაც აშშ-ს სენატის დარგობრივ კომიტეტებში გამართულ მოსმენებს, რომლებიც საგარეო პოლიტიკას და უსაფრთხოებას ეხება. ორი თვის წინ აშშ-ს სენატის დაზვერვის კომიტეტში გაიმართა მოსმენა, რომელზედაც დაბარებული იყვნენ აშშ-ს ყველა სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელები.


თემა: აშშ-ს მიმართ მსოფლიო საფრთხეები. ამ მოსმენაზე სენატორების მიერ ითქვა რომ აშშ არის მსოფლიო ლიდერი, რომელსაც შეუძლია თავის ძალმოსილება განავრცოს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და ა.შ. ამ დროს, აშშ-ს მიერ სტრატეგიულ პარტნიორად, ანუ ფაქტობრივად ჯიბეში ჩადებულად მიჩნეულ საქართველოს და მის ხელისუფლებას ჰყოფნის „თავხედობა“ გაატაროს დამოუკიდებელი პოლიტიკა და მიშას რეჟიმისგან განსხვავებით, ამერიკელებს ყველაფერზე გუნდრუკი არ უკმიოს.


უფრო მეტიც, საქართველო ბედავს აშშ-ს მსოფლიო ლიდერობა ეჭვქვეშ დააყენოს იმით, რომ ძალების სხვა ცენტრებთან ეძებოს კავშირები. შესაბამისად, ის პოლიტიკური სტრიპტიზი ქართულ-ამერიკული შესრულებით, რაც გუშინ აშშ-ს კონგრესის „ჰელსინკის კომიტეტზე“ ვიხილეთ და აშშ-ს ადმინისტრაციის სამომავლო ქმედებები, არის პირველი სპონტანური რეაქციები „ურჩი“ პარტნიორის სრულიად ლეგიტიმურ და სუვერენულ ქმედებებზე - ჩემს ქვეყანაში მივიღებ ისეთ კანონს რაც ქვეყანას სჭირდება და რასაც ხალხი მხარს უჭერს.


აშშ, რომელმაც გუშინ უკვე გვაგრძნობინა, რომ საქართველოში ხელისუფლების მისი სასურველი მარიონეტით ჩანაცვლება სურს, რა თქმა უნდა ყველაფერს გააკეთებს, რომ ასე მოხდეს. ვაშინგტონი ულმობელია მათ მიმართ, ვინც აშშ-ს მსოფლიო ლიდერობას ეჭვის ქვეშ აყენებს. ეგაა რომ ზოგან გამოსდით ხელისუფლების დამხობა, ზოგან კი არა. იმედია ჩვენ ის ქვეყანა ვიქნებით, სადაც ეს არ გამოუვათ“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930