5-06-2024
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის აშშ-ის კონგრესში, საქართველოს საკითხის განხილვაზე დასწრებას, სოციალურ ქსელში აფასებს და აცხადებს, რომ უტიფრობაა, როცა მას ჯერ რუსეთის აგენტს უწოდებდნენ, ახლა კი პირიქით - რუსეთს უტევს.
აბაშიძის თქმით, ნათელაშვილი ორ ცენტად გადაიბირეს და „პატრიოტმა“ კონგრესმენებმა მას კაბინეტები გაუღეს.
„რა უტიფრობა და ძონძობაა „გლობალურ ომის პარტიაში“ - როცა „დაუნ ვიზ დიქტეიტე“ კლოუნი შალვა ნათელაშვილი ნატოს, ევროკავშირს და აშშ-ს უტევდა, მაშინ რუსების აგენტი იყო. შემდეგ ოკეანის გაღმიდან ორ ცენტად გადაიბირეს და ახლა რუსებს უტევს. „პატრიოტმა“ კონგრესმენებმა კი, კაბინეტები გაუღეს. პოლიტიკური მეძავის მხარდამჭერობა ამგვარი მეძავისგან არაფრით განსხვავდება. CARRY ON!“ - წერს გია აბაშიძე ფეისბუქზე.