გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Mastercard და ლიბერთი ფინანსური განათლების ხელშეწყობისთვის

5-06-2024

Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტი შეიქმნა 2024 წელს, პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია" ფარგლებში, რომელიც საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ (UNA Georgia), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.


პროექტის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი მთავარი სამიზნე აუდიტორია ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებია: სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, კახეთი და მაღალმთიანი აჭარა. ეს რეგიონები აწყდებიან მათი გარემოსთვის დამახასიათებელ უნიკალურ გამოწვევებს, მათ შორის ენობრივ ბარიერებს, კულტურულ თავისებურებებსა და ფინანსურ განათლებაზე შეზღუდულ წვდომას. ფინანსური განათლების პროგრამა კი, სწორედ ამ დაბრკოლებების გადალახვას ისახავს მიზნად.


ფინანსური განათლების პროექტში ლიბერთი ბანკი ჩაერთო და Mastercard-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. პროექტში ჩართულ მონაწილეებს ლიბერთი Mastercard-თან ერთად სპეციალურად მათთვის შექმნილ საბანკო პროდუქტებს, ბიზნეს ბარათებსა და სხვადასხვა ბენეფიტებს სთავაზობს, ლიბერთის ექსპერტები კი ჩართულები არიან სალექციო პროცესში და მაქსიმალურად ზრუნავენ, მოწყვლად ჯგუფებს მიაწვდინონ ინფორმაცია ბიზნეს პროცესების გამარტივებისა და გაციფრულების შესახებ.


2024 წლის ივნისიდან, Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტი კახეთში, შემდეგ კი მაღალმთიან აჭარაში გაგრძელდება. ამ რეგიონებში, პროექტი ქალი მეწარმეების გაძლიერებაზე იქნება ორიენტირებული. პარალელურად, გამოიცემა ფინანსური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე და ფინანსური განათლების მიღება, კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება. პროექტი 2024 წლის ნოემბრამდე გაგრძელდება და მთელი საქართველოს ტერიტორიას დაფარავს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930