გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 24, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა სეფაშვილი: მთელი ოპოზიციური სპექტრი - „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი განშტოებები, მზად არიან, გაწირონ საკუთარი ქვეყანა, მისი უსაფრთხოება და მშვიდობა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება

7-06-2024

„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი კონგრესმენ ჯო უილსონისთვის ოპოზიციის მიერ მიწერილ წერილს ეხმიანება და აცხადებს, რომ ოპოზიცია საკუთარი ინტერესების გასატარებლად მზად არის, ქვეყანა დააზიანოს.


„რეალურად მთელი ოპოზიციური სპექტრი - „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი განშტოებები, მზად არიან, გაწირონ საკუთარი ქვეყანა, მისი უსაფრთხოება და მშვიდობა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება. ამაში მათ ამერიკის შეერთებული შტატების გარკვეული ძალები უწევენ დახმარებას, რომელთა ინტერესებშიც არის არეულობის მოწყობა საქართველოში, რათა ხელისუფლებაში მოიყვანონ ის ძალა, რომელიც უსიტყვოდ შეასრულებს გლობალური ომის პარტიის დავალებას“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031