გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრს (REC Caucasus) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

7-06-2024

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) აღმასრულებელმა დირექტორმა სოფო ახობაძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.


მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოს ბიომრავალფეროვნების კვლევის, კონსერვაციის და გარემოსდაცვითი განათლების განვითარების მიმართულებებით თანამშრომლობას, ასევე, ტყის მდგრადი მართვისა და ტყის ეკოსისტემის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.


„კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრთან ეროვნულ სატყეო სააგენტოს დიდი ხნის თანამშრომლობა აკავშირებს. მემორანდუმის გაფორმება კიდევ უფრო გააღრმავებს და პრატქიკულს გახდის არსებულ თანამშრომლობას ტყის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ეკოსისტემის და საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღდგენისა და კონსერვაციის საკითხებში დაგეგმილი გვაქვს ერთობლივ პროექტების განხორციელება“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31