გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე თავისუფლების ინდექსზე: საქართველო აბსოლუტურად სწორად ვითარდება და არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც მას აქვს სამაგალითო წინსვლა და ეს შესამჩნევია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარედანაც

7-06-2024

„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე ატლანტიკური საბჭოს მიერ საქართველოს მმართველობის რეჟიმის მიხედვით თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში დასახელებას მედიასთან საუბარში გამოეხმაურა.


ხუნდაძის თქმით, საქართველოს არაერთხელ მოუსმენია დასავლეთის მხრიდან შეფასება, თითქოს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლაა, თუმცა ახლა თავად დასავლეთიდან მივიღეთ საკმაოდ მაღალი შეფასება ამ მიმართულებით.


„ჩვენ მივეჩვიეთ ბოლო პერიოდში არაერთი მიმართულებით ორმაგ სტანდარტს. არაერთხელ მოგვისმენია მათ შორის დასავლეთიდანაც, თითქოს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლაა. ახლა კი, იმავე დასავლეთიდან ვიღებთ მაღალრეიტინგული კვლევების აბსოლუტურად საპირისპირო შედეგს - თავისუფლების მრავალმხრივი ინდიკატორის გამოყენებით, თავისუფლების ინდექსით, საქართველო ერთ-ერთი უპირატესი პოზიციით სარგებლობს და მან 2012 წლის შემდეგ პოზიციები მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა. რეალობა აჩვენებს იმას, რომ საქართველო აბსოლუტურად სწორად ვითარდება და არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც მას აქვს სამაგალითო წინსვლა. ეს დასტურდება შედეგობრივადაც და ეს შესამჩნევია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარედანაც“, - განაცხადა ხუნდაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031