7-06-2024
„კლასიკური გამონათქვამი: „მეფე შიშველია“ ნებისმიერ დროსა და სივრცეში - ადრეულ შუა საუკუნეებში, შუა საუკუნეებში, გნებავთ 21-ე საუკუნეში უკვდავია! ეს ჭეშმარიტება საბოლოოდ დაადასტურა აშშ-ის ახლანდელი ადმინისტრაციის მიერ მიღებულმა გუშინდელმა გადაწყვეტილებამ - სანქციები საქართველოსთვის! - ამის შესახებ ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაცია, რადიკალების დაბეზღებების მომსმენად და ამ დაბეზღებების აღმასრულებლად გადაიქცა.
გვენეტაძის თქმით, საქართველოს, თავისი არსებობის მანძილზე ბევრი იმპერია დაუპირისპირდა, თუმცა, ქვეყანა ისევ არსებობს.
„კლასიკური გამონათქვამი: „მეფე შიშველია“ ნებისმიერ დროსა და სივრცეში - ადრეულ შუ საუკუნეებში, შუა საუკუნეებში, გნებავთ 21-ე საუკუნეში უკვდავია! ეს ჭეშმარიტება საბოლოოდ დაადასტურა აშშ-ის ახლანდელი ადმინისტრაციის მიერ მიღებულმა გუშინდელმა გადაწყვეტილებამ! სანქციები საქართველოსთვის! საოცარია, მაგრამ ფაქტი - მსოფლიო თავისუფლებისა და დემოკრატიის მამების მიერ დაფუძნებული ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაცია მათდა საუბედუროდ იქცა კრიმინალი სააკაშვილის, მისი „ნაცბანდის“ დამცველ და პოლიტიკურ პროსტიტუტკა, შარლატან შალიკო ნათელაშვილის დაბეზღებების მომსმენ-აღმასრულებელ კანტორად! ათასჯერ მართალი იყო ის, ვინც თქვა: „აბსოლუტური ძალაუფლება, აბსოლუტურად რყვნისო!“ დიახ 1990-იანი წლებიდან მოყოლებული მსოფლიო პოლიციელის როლს მორგებულ აშშ ადმინისტრაცია, ვერ გამოდის იმ როლიდან, რომელსაც ერთმა გენიოსმა „თავბრუდახვევა წარმატებებისაგან“ უწოდა! სწორედ ასეთი თავში ავარდნების შედეგად, აშშ-ს ახლანდელმა ხელისუფლებამ ხელი მიჰყო ძველი სიბრძნის: „კაცი ცხენს ვერ მოერია და უნაგირს უწყო მტვრევაო“ აღსრულებას! შეიქმნა პარადოქსული მდგომარეობა - საკუთარი დასახული მიზნების ვერ გამთვლელ-აღმასრულებელი აშშ ახლანდელი პრეზიდენტის ადმინისტრაცია განიცდის რა ფიასკოს მსოფლიო პოლიტიკურ ველზე, მის კომპენსირებას ცდილობს და კუნთებს ათამაშებს პატარა, სახელდობრ იმ საქართველოს მიმართ, რომლის მოსახლეობა დიდად არაფრით აღემატება ნიუ-იორკის მერიაში დასაქმებულთა რაოდენობას! ამიტომაც, ისე სხვათა შორის გვინდა შევახსენოთ ამ ბატონებს, რომ მსოფლიოში არ ყოფილა იმპერია, რომელიც საქართველოში არ ყოფილა, მაგრამ იმ იმპერიათაგან თითქმის ყველა მათგანი გამქრალია, ხოლო ტერიტორიით მცირე, მაგრამ სულიერებით უმდიდრესი ქვეყანა საქართველო არსებობს! ამიტომაც ჩვენზე დაუძინებლად მზრუნავო „მეგობრებო!“ შალიკო-ლომჯარია-საბანაძე-ჩხიკვაძის საქართველოს მოღალატე-გამყიდველთა კვარტეტს ებარებოდეთ! ჩვენი სოლიდარობა და გვერდით დგომა შესანიშნავ ამერიკელ ხალხს!“, - წერს ექსპერტი სოციალურ ქსელში.