4-10-2018
სირიაში პანკისელი ოჯახი დაიღუპა. ოსმან ტოხოსაშვილის, მისი მეუღლისა და 8 წლის შვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ხეობის მაცხოვრებლები ადასტურებენ.
ჯოყოლოსა და ბირკიანში სამძიმრის მიღება დღეს უკვე დაიწყეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ცოლ-ქმრისა და მცირეწლოვანი ბიჭის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გავრცელდა, თუმცა ამ დრომდე დადასტურებული არ იყო.
მათივე თქმით, ოჯახი დაბომბვას ემსხვერპლა. ოსმან ტოხოსაშვილი სირიაში 4 წლის წინ წავიდა და ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდა. პანკისელების სირიაში დაღუპვის ეს უკვე 30-ე შემთხვევაა.
16-11-2024
16-11-2024