4-10-2018
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღალოში მცხოვრები, ამჟამად გლდანის №18 ციხეში, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებული ახლიმან ახმედოვი გარდაიცვალა.
როგორც “აიპრესთან” პატიმრის ადვოკატი, პაატა გოგიაშვილი აცხადებს: “გარდაცვლილი, მისი შვილი და ძმისშვილი პოლიციისთვის წინააღმდეგობის ბრალდებით დააკავეს. მისი დაკავება დაახლოებით 1 თვის მოხდა, რა დროსაც ცუდად გახდა და “კაპეზე”-დან წნორის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას გული აწუხებდა. როცა აღკვეთის ღონისძიების სახის შეფარდების საკითხზე უნდა ემსჯელათ, ექიმმა სასამართლოში გადაყვანაზე უარი განაცხადა, რის შემდეგ დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდება წნორის საავადმყოფოში მოხდა. გარდაცვლილი პროზექტურაში ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.
რა ვითარებაში გარდაიცვალა პატიმარი ჯერ-ჯერობით უცნობია. ველოდებით ექსპერტიზის პასუხს. თუმცა ვაპირებ საჩივარი შევიტანოთ იმ მოსამართლის და პროკურორის წინააღმდეგ, რომლებიც ხედავნდე რა მდგომარეობაში იყო დაკავებული, მაგრამ მაინც პატიმრობა შეუფარდეს”.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, “აიპრესი” იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაუკავშირდა. სადაც განგვიცხადეს, რომ
“01.10.2018 წელს პაციენტთან გამოძახებულ იქნა მედპერსონალი. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დაწესებულების მედპერსონალის მიერ მოხდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება, თუმცა სამწუხაროდ ბრალდებული მათ მოსვლამდე სავარაუდოდ გულის შეტევით გარდაიცვალა. პაციენტი მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში გადაყვანილ იქნა და მკურნალობდა შპს არქიმედეს კლინიკაში, ხოლო შემდეგ პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში, დიაგნოზით: გულის უკმარისობა და მოციმციმე არითმია. მომხდართან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება”.
16-11-2024
16-11-2024