11-06-2024
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას - „ჩვენი ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ უკრაინის აღდგენას ჩვენს პარტნიორებთან ერთად“, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„როგორი „რუსული“ განაცხადია. როგორი ვერაგი, „კრემლური" განზრახვა. როგორი „პუტინისტური" სულისკვეთებაა - პარტნიორებთან ერთად ვალდებულება გქონდეს უკრაინის აღდგენაში შენი წვლილი შეიტანო. ამაზე მეტი დასტური რად გინდა, რომ ეს არის „რუსული რეჟიმი", ხოლო უკრაინის ღია, ხმამაღალი მხარდაჭერა - ეს ხომ „რუსული ოცნებაა". ამის მერე გაუმჭვირვალე სანქციებიც მეცოტავება. ამას ევროსაბჭოდან პირდაპირ გარიცხვა უნდა მოჰყვეს და სომხეთზე ზეწოლა - ჩვენთან სავიზო რეჟიმი დააწესოს. წარმოდგენაც კი მეშინია, ოპომედიაში ამას რა საზეიმო გამოხმაურება მოჰყვება. თუ მათ ტოქსიკურ არხებზე შემთხვევით გადართავთ და ვინმე რამეს გაიგებთ, მეც შემატყობინეთ გეთაყვა (თუ მაშასადამე?)“ - წერს ქართველიშვილი.