გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონის მუნიციპალიტეტს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ესტუმრნენ

11-06-2024

რეგიონებში კალათბურთის ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით ონის მუნიციპალიტეტში კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ ცქიტიშვილი და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ესტუმრნენ.

 

ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებმა, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის კალათბურთის ფედერაციას სხვადასხვა სახის საკალათბურთო ინვენტარი გადასცეს.

 

ვიზიტის ფარგლებში ამხანაგური შეხვედრა გაიმართა ონისა და ამბროლაურის გუნდებს შორის.

 

შეხვედრა 35 : 18 ანგარიშით დასრულდა ონელი ბავშვების სასარგებლოდ.

 

უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონალური კალათბურთის განვითარების დეპარტამენტი აღნიშნულ პროგრამას წლებია ფიბა-ს ახალგაზრდობის განვითარების ფონდთან ანხორციელებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31