გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ მაჭარაშვილი ნიკა გვარამიაზე: როცა შვილების მშობლიური ენა ქართულის ნაცვლად ინგლისურია, ოჯახში სალაპარაკო ენაც ქართულის ნაცვლად ინგლისურია, თუმცა, გინდა დაგიჯერონ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძვი!

16-06-2024

„ხალხის ძალის“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი, ეხმიანება პარტია „ახალის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას განცხადებას იმის შესახებ, რომ მისი შვილების მშობლიური ენა ინგლისურია და ოჯახშიც ინგლისურად საუბრობენ.


მაჭარაშვილის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ გვარამიასთვის დედა ენა ქართულის ნაცვლად ინგლისურია და მიაჩნია, რომ ქართული ძველია, ხოლო ინგლისური ახალი, მას მაინც სურს დააჯეროს საზოგადოება, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძვის.


„როცა შვილების მშობლიური ენა ქართულის ნაცვლად ინგლისურია , ოჯახში სალაპარაკო ენაც ქართულის ნაცვლად ინგლისურია, დედა ენა ქართული კი არა ინგლისურია, ანუ ქართული ძველია და ინგლისური ახალია, თუმცა გინდა დაგიჯერონ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძვი!“ - წერს გურამ მაჭარაშვილი სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031