გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: კამპანია „ჩვენი ხმა ევროპას!" (პ)რეზიდენტმა შარშან 8 ნოემბერს დაიწყო და NDI/IRI გამოკითხვებით, მოსახლეობის 80% უნდა გამოქცეულიყო ხელმოსაწერად, დღემდე ხელი მოაწერა მხოლოდ 47,847-მა

17-06-2024

ოქტომბრის არჩევნები კიდევ ერთხელ აჩვენებს ევროპული ღირებულებებისადმი საქართველოს მტკიცე ერთგულებას - უპატაკა გუშინ (პ) რეზიდენტმა სალომემ ევროპელ კურატორებს, - ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.


მისი განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა კამპანია "ჩვენი ხმა ევროპას" გასული წლის 8 ნოემბერს დაიწყო და გამოკითხვების მიხედვით, ხელმოსაწერად საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი უნდა გაქცეულიყო, თუმცა, დღემდე, მხოლოდ 48 000-მდე ადამიანს აქვს ხელი მოწერილი.


„ოქტომბრის არჩევნები კიდევ ერთხელ აჩვენებს ევროპული ღირებულებებისადმი საქართველოს მტკიცე ერთგულებას - უპატაკა გუშინ (პ) რეზიდენტმა სალომემ ევროპელ კურატორებს. ხელმოწერების დიდი კამპანია „ჩვენი ხმა ევროპას!" (პ) რეზიდენტმა შარშან 8 ნოემბერს დაიწყო. და NDI/IRI გამოკითხვებით, საქართველოს მოსახლეობის 80% უნდა გამოქცეულიყო ხელმოსაწერად. დღემდე ხელი მოაწერა მხოლოდ 47,847 - თავად დათვალეთ რამდენი პროცენტია. სამომავლოდ, კიდევ არაერთი მსგავსი მითი დაინგრევა", - წერს ანჯაფარიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930