გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივნისი 16, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი დუგლაძე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უხელმძღვანელებს

17-06-2024

გიორგი დუგლაძე, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსად დაინიშნა - შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა, –აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.


მათივე ცნობით, დუგლაძე სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 2018 წლიდან ხელმძღვანელობს, მანამდე კი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორის პოსტი ეკავა. სხვადასხვა წლებში გიორგი დუგლაძე კერძო სექტორში, რამდენიმე კომპანიაში წამყვან თანამდებობაზე მუშაობდა.


დუგლაძეს განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, ნორვიჩის უნივერსიტეტში, ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით აქვს მიღებული.


სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობას ირაკლი შენგელია შეასრულებს, რომელიც მანამდე ამავე უწყებაში მოადგილის პოზიციას იკავებდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30