გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი: მოფიქრება არ გინდა ერთმანეთის მაგინებელი, მლანძღველი და მტრულად განწყობილი პარტიები თუ სუბიექტები ერთად რომ დააყენო, კოალიცია დაარქვა, თან ისეთი მანტია გადააფარო, რომ მათი ნაცური, თაღლითური თუ ბოროტი წარსული დამალო?!

17-06-2024

„მართლაც ხელოვნებაა პოლიტიკა, მოფიქრება არ გინდა ერთმანეთის მაგინებელი, მლანძღველი და მტრულად განწყობილი პარტიები თუ სუბიექტები ერთად რომ დააყენო, კოალიცია დაარქვა, თან ისეთი მანტია გადააფარო, რომ მათი ნაცური, თაღლითური თუ ბოროტი წარსული დამალო?! ამ ყველაფერს ერთი დიდი პრობლემა აქვს, ისევ სცდება ის გადამთიელი, ისევ არ ითვალისწინებს ქართველი ხალხის ხასიათს, ცოდნას, გამოცდილებას და ღირსებას, ამიტომაც ეს ბოროტი ავანტიურა აუცილებელი მარცხისთვისაა განწირული,“ - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.


ექსპერტის თქმით, ოპოზიციის წინასაარჩევნო ბადის შევსებას უცხოელი „მტერ-მოყვარეები“ გვპირდებიან.


მანვე აღნიშნა, რომ ისეთი კონფიგურაცია შეიძლება შემოგვთავაზონ, მრავალ არჩევნებს და მრავალ პოლიტიკურ ქარტეხილებს გამოვლილები, რომ არ ვიყოთ პირი ღია დაგვრჩებოდა.


„ოპოზიციის წინასაარჩევნო ბადე ჯერჯერობით ცარიელია, თუმცა შევსებას გვპირდებიან, ვინ? ცხადია ჩვენი დაუძინებელი უცხოელი "მტერ-მოყვარებები:" მათი ხასიათი, რომ ვიცით ისეთი კონფიგურაცია შეიძლება შემოგვთავაზონ, მრავალ არჩევნებს და მრავალ პოლიტიკურ ქარტეხილებს გამოვლილები, რომ არ ვიყოთ პირი ღია დაგვრჩებოდა. აბა, წარმოიდგინეთ ერთად დალაგებული გახარია და ლელო, ან გვარამია-მელია და გახარია, ან ლელო და მელია-გვარამია.


მოკლედ, ისე დაალაგებენ როგორც ჩათვლიან მიზანშეწონილად, ესენი კი არა, ისინი! მართლაც ხელოვნებაა პოლიტიკა, მოფიქრება არ გინდა ერთმანეთის მაგინებელი, მლანძღველი და მტრულად განწყობილი პარტიები თუ სუბიექტები ერთად რომ დააყენო, კოალიცია დაარქვა, თან ისეთი მანტია გადააფარო, რომ მათი ნაცური, თაღლითური თუ ბოროტი წარსული დამალო?! ამ ყველაფერს ერთი დიდი პრობლემა აქვს, ისევ სცდება ის გადამთიელი, ისევ არ ითვალისწინებს ქართველი ხალხის ხასიათს, ცოდნას, გამოცდილებას და ღირსებას, ამიტომაც ეს ბოროტი ავანტიურა აუცილებელი მარცხისთვისაა განწირული“, - წერს ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930