გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, ივნისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
GITA -ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ ისრაელის ელჩს საქართველოში ჰადას მეიცადს უმასპინძლა

18-06-2024

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და სააგენტოს წარმომადგენლებმა, თბილისის ტექნოპარკში, ისრაელის ელჩს საქართველოში ჰადას მეიცადს უმასპინძლეს.


საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრაზე ავთანდილ კასრაძემ სტუმრებს GITA 2.0 - ის ახალი მიმართულებები და სამთავრობო პრიორიტეტები გააცნო. მხარეებმა განიხილეს ერთობლივი თანამშრომლობის შესაძლებლობები, განსაკუთრებით აგრიტექნოლოგიების კუთხით. უახლოეს მომავალში, ისრაელის მთავრობის დაფინანსებით, დაიგეგმა საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ისრაელში, რომელიც ჯიტასთან ერთად ქართულ სტარტაპებსა და უნივერსიტეტებს გააერთიანებს. ვიზიტის მიზანი ინოვაციების ეკოსისტემაში გამოცდილების გაზიარებაა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე პარტნიორობის შესაძლებლობას „Horizon Europe“-ში ერთობლივი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30