18-06-2024
საქართველოს ეროვნული ბანკი ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის მაისის გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს.
გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მაისში აპრილთან შედარებით ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია. რაც შეეხება ხელფასების ზრდაზე მოლოდინებს, მაისში, წინა თვესთან შედარებით, მომატებულია. აგრეთვე, მაისში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების გამოყენების ეფექტიანობა აპრილთან შედარებით გაზრდილია.
„ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, მაისში აპრილთან შედარებით ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია. კერძოდ, მომატებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 6%-8%-ის ფარგლებსა და 8%-ზე მეტად ფიქრობენ. ამასთან ერთად, დაკლებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც სამომხმარებლო ფასების 0%-2%-ისა და 2%-4%-ის ზრდის ინტერვალში ელოდებიან.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, მაისში აპრილთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია. ერთი მხრივ, აპრილთან შედარებით, მომატებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას 6%-8%-იან ზრდის ინტერვალსა და 8%-ზე მეტად ელოდებიან. ხოლო დაკლებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების ცვლილებას 2%-4%- ის ფარგლებსა და 4%-6%-ის ფარგლებში ელოდებიან.
გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში გაზრდილია. კერძოდ, მაისში აპრილთან შედარებით გაიზარდა იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას 6%-8%-ის ზრდის ინტერვალსა და 8%-ზე მეტად ფიქრობენ. ამავდროულად, შემცირდა იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქტზე ფასების მატებას 0%-ის ახლოსა და 0%-2%-ის ინტერვალში ელოდებიან.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, მაისში აპრილთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე მომატებულია. კერძოდ, გაიზარდა იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების მატებას 10%-20%-ის ფარგლებში ფიქრობენ. მეორე მხრივ, მცირედით დაკლებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 0%-თან ახლოს და 0%-10%-ის ზრდის ფარგლებში ელოდებიან.
გამოკითხულთა აზრით, მაისში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების გამოყენების ეფექტიანობა აპრილთან შედარებით გაზრდილია“, - აღნიშნულია სების მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.