გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ცუცქირიძე: ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ინვესტორთა ინტერესი ეკონომიკის მდგრად ხასიათს უსვამს ხაზს და მთლიანად აქარწყლებს ქართული ოპოზიციის წარმოდგენებს ეკონომიკური და საინვესტიციო სიტუაციის მკვეთრ გაუარესებაზე

24-06-2024

„ბოლო ორი თვის განმავლობაში, აპრილ-მაისში ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, კრედო ბანკისათვის კრედიტის გამოყოფა მიანიშნებს საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან მაღალ ნდობას ქვეყნის საფინანსო სისტემისადმი და პოზიტიურ მოლოდინებსაც უსვამს ხაზს, რაც თავის მხრივ წამყვანი კომერციული ბანკებისათვის საინვესტიციო რესურსების უპრობლემოდ მოზიდვის კარგი წინაპირობაა“, - ასე ეხმიანება ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე კრედო ბანკის მიერ Symbiotics Investments-ისგან 13 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიციის მოზიდვას.


ცუცქირიძე აღნიშნავს, რომ ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ინვესტორთა ინტერესი ეკონომიკის მდგრად ხასიათს უსვამს ხაზს და მთლიანად აქარწყლებს ქართული ოპოზიციის წარმოდგენებს ეკონომიკური და საინვესტიციო სიტუაციის მკვეთრ გაუარესებაზე, მათ შორის საბანკო სექტორში, რაც ოპოზიციური ტელეარხებიდან ლამის უწვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.


„მაისში სალარე დეპოზიტების 18%-იანი ზრდის ფონზე, რაც სამჯერ აღემატება უცხოური ვალუტის დეპოზიტების ზრდის ტემპს და იურიდიული და ფიზიკური პირების მხრიდან საბანკო სისტემისადმი მაღალ ნდობასთან ერთად, ხაზს უსვამს დოლარიზაციის შემცირებულ მაჩვენებელსაც (50 %-ზე დაბლაა ჩამოსული), იზრდება საბანკო სექტორში უცხოური ინვესტიციების მოცულობაც. აღსანიშნავია, რომ კრედო ბანკმა, რომელიც საშუალო სიდიდის ბანკია Symbiotics Investments-ისგან 13 მილიონი დოლარის (36 მილიონი ლარი) მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა. ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული სამწლიანი რესურსი მიზნად ისახავს საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეთა მხარდაჭერას.


ამასთან, ბოლო ორი თვის განმავლობაში, აპრილ-მაისში ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, კრედო ბანკისათვის კრედიტის გამოყოფა მიანიშნებს საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან მაღალ ნდობას ქვეყნის საფინანსო სისტემისადმი და პოზიტიურ მოლოდინებსაც უსვამს ხაზს, რაც თავის მხრივ წამყვანი კომერციული ბანკებისათვის საინვესტიციო რესურსების უპრობლემოდ მოზიდვის კარგი წინაპირობაა!


შემთხვევითი არ არის, რომ სადეპოზიტო ბაზის ლარიზაციის ზრდა, რაც საკრედიტო რესურსების მნიშვნელოვანი წყაროა, თანმდევია მაისში დაკრედიტების მაჩვენებელის მაღალი 19%-ით ზრდისა, მათ შორის ლარში 21 %-ით. ნიშანდობლივია, რომ პირველი ოთხი თვის ზრდის საშუალო 9%-იანი ზრდის, ხოლო აპრილში სულაც სარეკორდო 11.8 %-იანი ზრდის პირობებში, ფინანსთა სამინისტრომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა და 5.2%-დან 6%-მდე შეიცვალა. ეკონომიკის ზრდის პროგნოზი აპრილში საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც გაზარდა 4.8 %-დან 5.2 %-მდე, რაც სტაბილურ მაკროონომიკურ პარამეტრებზე და პოზიტიურ მოლოდინებზე მიუთითებს. ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ინვესტორთა ინტერესი ეკონომიკის მდგრად ხასიათსაც უსვამს ხაზს და მთლიანად აქარწყლებს ქართული ოპოზიციის წარმოდგენებს ეკონომიკური და საინვესტიციო სიტუაციის მკვეთრ გაუარესებაზე, მათ შორის საბანკო სექტორში, რაც ოპოზიციური ტელეარხებიდან ლამის უწვეტ რეჟიმში მიმდინარეობს!“ - წერს ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930