გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
სოლოლაკი ტურისტებისთვის მსოფლიოს 50 საუკეთესო ადგილს შორის დასახელდა

5-10-2018

გამოცემა Time Out-ის რედაქტორებმა და ექსპერტებმა მსოფლიო 50 საუკეთესო ადგილის სია შეადგინეს, რომელიც მოგზაურებმა უნდა მოინახულონ.


ლონდონის, პარიზის, ტოკიოს, სეულის, სტრასბურგის, და სხვა ბევრი ქალაქის გვერდით, სიაში არის თბილისის ერთ-ერთი ძველი უბანი სოლოლაკი.


"ბარები, კაფეები და კლუბებიც კი, რომლებიც სოლოლაკში ერთმანეთთან ახლოს, მეზობლად მდებარეობენ, ტურისტებს (რომლებიც უმეტესად მუსიკოსები და მხატვრები არიან) კომფორტულ გარემოს სთავაზობენ. ადგილობრივი მცხოვრებლები და მოგზაურები ხშირად სტუმრობენ კაფეებად გადაკეთებულ სახლებს, სადაც ხშირად ისმის ცოცხალი მუსიკა", - წერს გამოცემა სოლოლაკის შესახებ.


გამოცემა ტურისტებს ასევე ურჩევს წავიდნენ გოგირდის აბანოებში, მეიდანზე, სადაც ზოგიერთი დაწესებულება 24 საათის განმავლობაშიც კი ღიაა.

გამოცემა ასევე რეკომენდაციას უწევს Ezo-ს და ბარს "ზოესთან".





imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031