გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: წარმოუდგენელია კუბილიუსის, ფოტიგას თუ იუკნავიჩიენეს მზრუნველი ევროპული „სიყვარულის" მიღმა ვაგრძელებდეთ ჩვენს მშვენიერ, მშვიდობიან და სტაბილურ წინსვლას ნათელი მომავლისაკენ, მაგრამ ამას აუცილებლად შევეცდებით

25-06-2024

„პოლიტიკური „წესის აგების" პირას მყოფი ევრობიუროკრატები გვემუქრებიან იმით, რომ უახლოეს მომავალში მათი მოუსავლეთში გარდაუვალი გამგზავრების შემდეგ, ძალზე გაგვიჭირდება მათ გარეშე, მოგვენატრებიან და ამიტომაც, სამახსოვროდ გვიტოვებენ ვირტუალური სანქციებით დაშინება-დაშანტაჟებას,“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.


დავით ქართველიშვილი ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის მიერ საქართველოსთან კავშირში სანქციების ხსენებასა და მუქარას ეხმაურება.


„ყველანაირად ცდილობენ საქართველოში „საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის" კოლექტიური „ფონ კრამონების" სახელობის ფილიალი გაგვახსნევინონ. ძალზე ახლოს ვართ ამისთვის - დღე არ გადის, რაიმე ახალი სამუზეუმო ექსპონატით არ „გაგვახარონ", რომელსაც მარკეტა გრეგოროვაზე ჩვენი ფანტომური მონატრების ტკივილი ახლავს თან. წარმოუდგენელია კუბილიუსის, ფოტიგას თუ იუკნავიჩიენეს მზრუნველი ევროპული „სიყვარულის" მიღმა ვაგრძელებდეთ ჩვენს მშვენიერ, მშვიდობიან და სტაბილურ წინსვლას ნათელი მომავლისაკენ, მაგრამ ამას აუცილებლად შევეცდებით...,“ - წერს დავით ქართველიშვილი. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930