26-06-2024
რეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოში საფრანგეთის ელჩის, შერაზ გასრის განცხადებას ეხმაურება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ევროპული მომავალი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზეა დამოკიდებული.
გოგა ხაინდრავა ელჩს ახსენებს, რომ თავად საფრანგეთმაც მიიღო „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონი.
„საქართველოში შეჩერდეს მიმდინარე მოვლენები ამაზეა დამოკიდებული საქართველოს ევროპული მომავალი– საფრანგეთის ელჩი. თქვენ რომ მაგალითი მოგეცათ მადამ შერაზ შეგეჩერებინათ საფრანგეთში მიმდინარე მოვლენები უცხოური გავლენის კანონი! თუ თქვენს ევროპულ მომავალს ეს კანონი არ ვნებს? სე ლა ვი!“, - წერს გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ X-ში.
გოგა ხაინდრავა აგრეთვე ეხმაურება ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენს, რომელმაც მან დაგმო საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯები.
„განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებთ საქართველოში არსებულ ვითარებაზე სადაც ვგმობთ მთავრობის გადაწყვეტილებას!“, - ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. აღარც რცხვენიათ ისე გვგმობენ „თეთრი" ცენტრიდან დარიგებული ერთი ტექსტით! დღევანდელი ევროსღირებულებები დოლარში!“, - წერს გოგა ხაინდრავა.