26-06-2024
მგონი არავისთვის არაა საიდუმლო, რომ რუსეთ-უკრაინის ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების გაგრძელებაა, რომელმაც სამწუხაროდ ასეთი სახე მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ არავინ არ იცის როდის და რა შედეგებით დასრულდება ეს ომი, დროდადრო მაინც ჩნდება მცირე წერტილები, რომელიც გარკვეულ მინიშნებებს იძლევა, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
ნიკოლეიშვილის თქმით, რეალურად ყველა ფიქრობს ომის დასრულებაზე, უბრალოდ ხელსაყრელ გარემოს ელოდებიან, ოღონდ რამდენად შედეგიანი იქნება ეს ყველაფერი უკრაინისთვის ეს უკვე სხვა და საკმაოდ დიდი თემაა.
„მგონი არავისთვის არაა საიდუმლო, რომ რუსეთ-უკრაინის ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების გაგრძელებაა, რომელმაც სამწუხაროდ ასეთი სახე მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ არავინ არ იცის როდის და რა შედეგებით დასრულდება ეს ომი, დროდადრო მაინც ჩნდება მცირე წერტილები, რომელიც გარკვეულ მინიშნებებს იძლევა. ამის დასტური გახლავთ აშშ-სა და რუსეთის თავდაცვის მინისტრების ლოიდ ოსტინისა და ანდრეი ბელუსოვის სატელეფონო საუბარი, რომელიც როგორც ამერიკული მხარე ამბობს "კომუნიკაციების ხაზების შენარჩუნებას" ემსახურება.
რეალურად ყველა ფიქრობს ომის დასრულებაზე, უბრალოდ როგორც ჩანს ხელსაყრელ გარემოს ელოდებიან, ოღონდ რამდენად შედეგიანი იქნება ეს ყველაფერი უკრაინისთვის ეს უკვე სხვა და საკმაოდ დიდი თემაა. ამ ყველაფრის ფონზე კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, თუ რამხელა ძალისხმევის შედეგად არ ჩავერთეთ ომში რუსეთთან ომში და რა ფასი გვიჯდება მშვიდობის შენარჩუნება“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.