გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: ოპოზიციას გარეთ თავისი პატრონების ეშინია, შიგნით - ქართველი ხალხის, ეს არის მათი დამოკიდებულება და განწყობა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის, ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის კუთხით

26-06-2024

„ოპოზიციას გარეთ თავისი პატრონების ეშინია, შიგნით - ქართველი ხალხის, ეს არის მათი დამოკიდებულება და განწყობა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის, ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის კუთხით. შესაბამისად, ისინი ვერ ბედავენ დებატებში მონაწილეობის მიღებას, იმიტომ, რომ თავიანთი რეალური განწყობა რომ გაამჟღავნონ და თქვან, რომ არ მოსწონთ [ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები], ქართველი ხალხი დასჯის, რომ თქვან, რომ მოსწონთ, მაშინ პატრონების ეშინიათ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, განაცხადა.


მისი თქმით, დიდი ალბათობით, ოპოზიციამ სწორედ ლგბტ თემაზე საუბრისგან თავის არიდებისთვის გამოიყენა ბოიკოტი, თუმცა, ყველა ხვდება, რომ ისინი ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის დაშვების და გავრცობის მომხრეები არიან. მამუკა მდინარაძე ასევე აღნიშნავს, რომ ვენეციის კომისიამ გარედან თქვა ის, რის თქმასაც ოპოზიცია ვერ ბედავს, თუმცა, საქართველო არასდროს დათანხმდება ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვებაზე მოწოდებებს.


„ისინი დიდი ალბათობით და ყველაზე მაღალი ალბათობით, იმიტომ არ იღებენ მონაწილეობას, რომ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზე მიდის დღეს საუბარი საქართველოს პარლამენტში და ამ კვირაში ამიტომ გაერიდნენ საქართველოს პარლამენტს. ჩემი აზრით, ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც გამოაცხადეს მათ ბოიკოტი. ეს არის ფორმალური ჩანაწერის გამოყენება, რომ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის ტესტი მათ წარმატებით ჩააბარონ პატრონებთანაც და ქართველ ხალხთანაც, მაგრამ შეუძლებელია - ყველა ხვდება, რომ ისინი ამ თემას განზრახ ერიდებიან, იმიტომ, რომ ისინი ლგბტ პროპაგანდის არა აკრძალვის, არამედ დაშვების მხარეს არიან. ისინი ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის დაშვების, განვრცობის, მაღალ ხარისხში ატანის მხარეს არიან და ამას ერიდებიან, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი საპირისპიროდ ფიქრობს. დღეს, ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო მათი პოზიციის გასამყარებელი, ისინი ვერ ბედავენ ამის თქმას, გარედან თქვა ვენეციის კომისიამ. თუმცა, არც ერთ შემთხვევაში, საქართველო არასდროს დაეთანხმება ვენეციის კომისიის იმ მოწოდებას, რომ საქართველოში დაშვებული იქნას ერთნაირსქესიანთა ქორწინება,“ - განაცხადა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930