27-06-2024
კიდევ ერთხელ ვულოცავ სრულიად საქართველოს ჩვენი საფეხბურთო ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას. თუმცა, აქვე მინდა ერთი სიტყვით შევეხმიანო ქართულ სპორტზე (და არამარტო სპორტზე, კულტურაზე, ხელოვნებაზე, ისტორიაზე) და თავის სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული კაცის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას, რომ ის ჩვენ გუნდს 30 მილიონით დააჯილდოებს, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დასტურდება, რომ მას არამარტო ახარებს ქვეყნის წარმატება, არამედ, თავისი წვლილიც მუდმივად შეაქვს გამარჯვებებში
„კიდევ ერთხელ ვულოცავ სრულიად საქართველოს ჩვენი საფეხბურთო ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას. თუმცა აქვე მინდა ერთი სიტყვით შევეხმიანო ქართული სპორტზე (და არამარტო სპორტზე, კულტურაზე, ხელოვნებაზე, ისტორიაზე) და თავის სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული კაცის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას, რომ ის ჩვენ გუნდს 30 მილიონით დააჯილდოებს. ამ კაცს არამარტო ახარებს საქართველოს წარმატება, არამედ მუდმივად თავისი წვლილიც შეაქვს გამარჯვებაში. ბევრს არ გაუხარდა, არ მოსწონს ივანიშვილის ქველმოქმედება, ვინ იცის იქნებ გუშინ არც კვარაცხელიას და მიქაუტაძის გოლები, არ მამარდაშვილის სასწაულები უხაროდათ ალბათ... ჩვენ კი არათუ გვიხარია, ჩვენ გუშინდელი დღიდან გახარებულიც ვართ და გაგიჟებულიც... ბიძინა ივანიშვილს კი ვუსურვებ ღმერთმა საშუალებაც მისცეს და სურვილიც, კიდევ ბევრი სიკეთისა და ქველმოქმედების გაკეთებისაც, მრავალჟამიერ!!!“, - წერს ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.