გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: ჯო ბაიდენის საშინელმა პრეზენტაბელურობამ ტელე დებატებზე მისი მხარდამჭერი დემოკრატებიც კი საგონებელში ჩააგდო - ტრამპის მომხრეები კი ზეიმობენ

28-06-2024

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის და ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დებატებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ანალიტიკოსის თქმით, მძინარე ჯო ბაიდენის საშინელმა პრეზენტაბელურობამ ტელედებატებზე მისი მხარდამჭერი დემოკრატებიც კი საგონებელში ჩააგდო.

ტრამპის მომხრეები კი ზეიმობენ. მისივე თქმით, CNN-ის ინტერაქტივმაც კი აჩვენა, რომ დონალდ ტრამპმა 67%-ით მოიგო. ფაქტია, რომ ობამას ჩამოძონძილი თოჯინა, საპრეზიდენტო კანდიდატი, ჯო ბაიდენი შესაცვლელია.


„არ დავცინი დავრდომილს, რადგან თავად ამერიკელი დემოკრატები ამტკიცებენ, რომ ჯო ბაიდენი საღ აზრზეა და ჯანმრთელია. დავცინი კოლექტიურ რობინ დანიგანებს, ჯინ შაჰინებსა და ჯიმ რიშებს, რომელთა აშშ ჩამოქცეულია და მაინც თავხედურად განაგრძობენ სუვერენული საქართველოს უსინდისო დამუნათებას. ჩამოშლილ აშშ-ს მიხედონ, სადაც ნეომარქსისტმა დემოკრატებმა გააცამტვერეს ყველა ძირძველი ფასეულობა და სამარცხვინო "ჩერნენკო", მძინარე ჯო ჰყავთ სათავეში. Guys, take care of the US! It's a failing nation under Neo-Marxist Democrats.


 მძინარე ჯო ბაიდენის საშინელმა პრეზენტაბელურობამ ტელედებატებზე მისი მხარდამჭერი დემოკრატებიც კი საგონებელში ჩააგდო. ტრამპის მომხრეები კი ზეიმობენ. ჰედლაინები: - პანიკაში ჩავარდნილი დემოკრატები იბრძვიან ბაიდენის ჩანაცვლებისთვის კატასტროფული დებატების შემდეგ. - დემოკრატები სრულ პანიკურ რეჟიმში არიან საპრეზიდენტო დებატების შემდეგ. - ბაიდენი იბრძოდა უაზრო პასუხებით ტრამპთან პირველი დებატების დროს. - ბაიდენი ტრამპთან დებატებისას მწარედ დამარცხდა. CNN-ის ინტერაქტივმაც კი აჩვენა, რომ დონალდ ტრამპმა 67%-ით მოიგო. ფაქტია, რომ დემოკრატების ოფიციალურ ყრილობამდე (19-22 აგვისტო) ობამას ჩამოძონძილი თოჯინა, საპრეზიდენტო კანდიდატი, ჯო ბაიდენი შესაცვლელია. დავაკვირდეთ უახლოეს დღეებს“, - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930