გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ედიშერ გვენეტაძე: ნაცმოძრაობის „ნათელი“ სახეები კოლექტიური ყორღანაშვილ-ბერბიჭაშვილები ისე დარბიან დასავლეთში, რომ ქუსლებს კისერზე ირტყამენ და საკუთარი ქვეყნისა დასჯას ითხოვენ

28-06-2024

„ნაცმოძრაობის „ნათელი“ სახეები კოლექტიური ყორღანაშვილ-ბერბიჭაშვილები ისე დარბიან დასავლეთში, რომ ქუსლებს კისერზე ირტყამენ და იქ პირაქაფებულები მოითხოვენ ვიღაც უკრაინელ გონჩარენკოებთან და სხვა ბალტიისპირელ სუბიექტებთან ალიანსში საკუთარი ქვეყნისა დასჯას!“- წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომლითაც, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ანა წითლიძემ და ლევან ბეჟაშვილმა, ალექსეი გონჩარენკოსთან ერთად, საქართველოსთვის ევროსაბჭოს წევრობის შეზღუდვა მოითხოვეს.


„ნაცმოძრაობის "ნათელი" სახეები კოლექტიური ყორღანაშვილ-ბერბიჭაშვილები ისე დარბიან დასავლეთში, რომ ქუსლებს კისერზე ირტყამენ და იქ პირაქაფებულები მოითხოვენ ვიღაც უკრაინელ გონჩარენკოებთან და სხვა ბალტიისპირელ სუბიექტებთან ალიანსში საკუთარი ქვეყნისა დასჯას!


რამაც მომავალში აუცილებლად უნდა გამოიწვიოს საქართველოს ომში ჩართვა, მოსახლეობის გაჟლეტა და ქვეყნის სრული განადგურება! ხოლო თანამედროვე ყორღანაშვილ-ბერბიჭაშვილებისათვის დოლარ-ევროები და უცხოეთში ფეშენებლურ ვილებში ცხოვრება!


ასე არის ამჯერადაც! სახელდობრ ორი - კაცად და ქალად ვერ შემდგარი არსება. გვარად: წითლიძე და ბეჟაშვილი ანუ მოღალატე კოლექტიური ნაცფარსადანები გულამოვარდნილნი ჩავარდნენ "ბრიუსელსა შინა"!. უმალ დააბეზღეს ის ქვეყანა, რომელშიც სამწუხაროდ დაბადებულნი არიან და ითხოვეს საქართველოსათვის სანქციების დაწესება! იქაურებმა მოუსმინეს სამშობლოს მოძულეებს და როგორც "არსენას" ხალხურ ლექსშია ნათქვამი! სახალხო გმირის გამყიდველ-ნათლიმამ ფარსადანივით "ერთი ორიოდე პანღურ-ჭიტლაყი ამოჰკრეს და გამოაგდესა"! ასეთია უსამშობლო-მოღალატეთა სამარცხვინო ხვედრი ყველგან და ყოველთვის! ყველა დროსა და ყველა სივრცეში!“-წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930