გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, თებერვალი 25, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: იყო გარკვეული მცდელობა, ქვეყანაში შემოეტანათ არეულობა, თუმცა შსს-მ უზრუნველყო სიმშვიდის და სტაბილურობის შენარჩუნება

28-06-2024

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, პირადად მინისტრს, იმ პროცესებისთვის, რომლებიც სამინისტრომ ღირსეულად გამოიარა გასული 2-3 თვის განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, იყო გარკვეული მცდელობა, ქვეყანაში შემოეტანათ არეულობა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით იმოქმედა.


„როგორც მოგეხსენებათ, იყო გარკვეული მცდელობა, ქვეყანაში შემოეტანათ არეულობა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ არსებითად, თვისებრივად იმოქმედა ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით და უზრუნველყო საქართველოში სიმშვიდის და სტაბილურობის შენარჩუნება. მადლობა ამისთვის შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ვახტანგ გომელაურს და თითოეულ ღირსეულ პოლიციელს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728