28-06-2024
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან. გაფორმდა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთს შორის და წელს გვაქვს უკვე კონკრეტული შედეგები სხვადასხვა მიმართულებით, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველოსა ჩინეთს შორის გაღრმავდა ეკონომიკური კავშირები, სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 1 მლრდ 600 მილიონი დოლარი, ასევე საქართველოს შარშან ეწვია 48 ათასზე მეტი ტურისტი, რაც 6,5-ჯერ აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან. როგორც მოგეხსენებათ, გაფორმდა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთს შორის და წელს გვაქვს უკვე კონკრეტული შედეგები სხვადასხვა მიმართულებით, მინდა მადლობა გადავუხადო ჩინურ მხარეს იმისთვის, რომ საქათველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედდა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ასევე გაორმაგდა პირდაპირი ფრენები. საქართველოსა ჩინეთს შორის გაღრმავდა ეკონომიკური კავშირები, სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 1 მლრდ 600 მილიონი დოლარი. ასევე საქართველოს შარშან ეწვია 48 ათასზე მეტი ტურისტი, რაც 6,5-ჯერ აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს. გვაქვს მნიშვნელოვანი ზრდა ტურიზმის მიმართულებით. ძალიან ბევრ უმნიშვნელოვანეს პროექტშია ჩართული ჩინური მხარე, ჩართულები არიან ჩინური კომპანიები. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც დავიკავე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, ორი ყველაზე მსხვილი პროექტი გავხსენით - ზესტაფონის შემოვლითი გზა და კობი-ქვეშეთის გვირაბი. ორივე პროექტი ჩინური კომპანიების წარმატებული ჩართულობით განხორციელდა. ამ მიმართულებით თანამშრომლობა რა თქმა უნდა, გაგრძელდება.
ვახსენე ანაკლიის პროექტი, სადაც ძალიან მნი8შვნელოვანია ჩინური მხარის ჩართულობა, მათ შორის, ჩინური ტვირთის მოსაზიდად, იმისათვის, რომ მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარება და მოხარულები ვართ, რომ ეს პროექტი სწორედ ჩინური კომპანიის ჩართულობით განხორციელდება", - განაცხადა პრემიერმა.