გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: სასურველია, რომ ფეხბურთი იყოს დაცლილი პოლიტიკური კონტექსტისგან - ფეხბურთი არის ყველასი, თითოეული ფეხბურთელი არის ყველასი და ასე უნდა დარჩეს ეს სფერო - აპოლიტიკური უნდა იყოს სპორტი და ამაზე მაქსიმალურად ვიზრუნებთ

28-06-2024

სასურველია, რომ ფეხბურთი იყოს დაცლილი პოლიტიკური კონტექსტისგან. ფეხბურთი არის ყველასი, თითოეული ფეხბურთელი არის ყველასი და ასე უნდა დარჩეს ეს სფერო - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა. 


პრემიერის თქმით, სპორტი უნდა იყოს აპოლიტიკური. 


„ბევრი ინტერპრეტაცია მიეცა ჩვენს საფეხბურთო წარმატებას, მათ შორის, ოპოზიცია ცდილობდა, თავისებური ინტერპრეტაცია მიეცა საფეხბურთო წარმატებისთვის. ზოგადად, სასურველია, რომ ეს სფერო, ფეხბურთი იყოს დაცლილი პოლიტიკური კონტექსტისგან. ფეხბურთი არის ყველასი, თითოეული ფეხბურთელი არის ყველასი და ასე უნდა დარჩეს ეს სფერო. ვიღაცეები ცდილობენ, რომ სხვანაირად წარმართონ პროცესები, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გავუფრთხილდეთ სპორტის აპოლიტიკურობას. აპოლიტიკური უნდა იყოს სპორტი და ამაზე მაქსიმალურად ვიზრუნებთ. 


ჩვენ გვყავდა ძალიან რთული მეტოქეები, მათ შორის, საკვალიფიკაციო ეტაპზე, ვიდრე გავიდოდით ევროპის ჩემპიონატზე. ასევე გვყავდა ურთულესი მეტოქეები უკვე ევროპის ჩემპიონატზე, სამი ურთულესი მეტოქე, თუმცა ბიჭები არ შეუშინდნენ დადგნენ ორ ფეხზე - თქვენ გახსოვთ ეს ცნობილი მეტაფორა - სწორედ იმიტომ, რომ ბიჭები ორ ფეხზე დადგნენ, ჩვენ მივაღწიეთ წარმატებას და გამარჯვებას. სადაც დავდგებით ორ ფეხზე, იქ საქართველო გაიმარჯვებს", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930