გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივნისში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 61 ფაქტი გამოავლინეს

4-07-2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივნისის თვეში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 61  ფაქტი გამოავლინეს.


ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 11  სამართალდარღვევა გამოვლინელია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 19 - ქვემო ქართლის, 8 ფაქტიგამოვლენილია შიდა ქართლის, 7 - სამცხე-ჯავახეთის, 11 - გურიისა და  5 - იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.  ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული, სხვადასხვა სახეობის 56,639 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომლებიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.


ამასთანავე, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე,   დაურეგისტრირებული სახერხი საამქროების 4 ფაქტი -  სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში, ქვემო ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში გამოავლინეს. 


შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, სახერხი საამქროები დაილუქა, ხოლო მიმდებარე ტერიტორიებიდან ამოღებული  24,729 კუბური მეტრი სამასალე და 26,387 კუბური მეტრი საშეშე მერქანი  „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა. ვინაიდან საქმე  შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის, გადაიგზავნა შესაბამის უწყებებში.


აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით,  ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 436 ფაქტია გამოვლენილი; „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 355,91  კუბური მეტრი შეადგინა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930