გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სიახლე: სოციალურ ბარათებზე პინ-კოდის ვადის გაგრძელებას დისტანციურად, ბანკში ვიზიტის გარეშე შეძლებთ

4-07-2024

ლიბერთი აგრძელებს მომხმარებლებისთვის ახალი სერვისების შეთავაზებას და მომსახურების გაუმჯობესებას. ერთ-ერთი ახალი სერვისი, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია სოციალური ბარათების მფლობელებისთვის, პინ-კოდის ვადის დისტანციურად, ბანკში ვიზიტის გარეშე გაგრძელების სერვისია.


სოციალური ტიპის ბარათზე პინ-კოდის ვადის გაგრძელების ფუნქცია ID ბარათის ან ბიომეტრიული პასპორტის მქონე პირებისთვის არის ხელმისაწვდომი და საჭიროა მხოლოდ ვიდეო კამერით აღჭურვილი ნებისმიერი სმარტფონი ან კომპიუტერი.


„მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთი განახლებული სერვისი შევთავაზეთ ჩვენს მომხმარებლებს. სოციალური ტიპის ბარათებზე პინ-კოდის ვადის დისტანციურად, ბანკის ფილიალში ვიზიტის გარეშე გაგრძელების სისტემის დანერგვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.


იდენტიფიკაციის პროცესი შესაძლებელია ნებისმიერი სმარტფონიდან, ინტუიციური და მარტივია. ამავდროულად, სისტემაში მონაცემების დაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებია გათვალისწინებული“, – აცხადებს დავით მესხიშვილი, სოციალური პროექტების მართვის განყოფილების უფროსი.


ბარათზე პინ-კოდის ვადის გაგრძელების დეტალური ინსტრუქცია ლიბერთის ოფიციალურ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი: libertybank.ge.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031