6-10-2018
თბილისში, ”დრიმ თაუნის“ საცხოვრებელ კომპლექსში დაცვის თანამშრომელი დაჭრეს. თვითმხილველების განცხადებით, შემთხვევა სავარაუდოდ იმას უკავშირდება, რომ დაცვის თანამშრომელმა ერთ-ერთ მცხოვრებს ავტომანქანის კონკრეტულ ადგილას დაყენების საშუალება არ მისცა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს 4 ჭრილობა აქვს მიყენებული და მათგან ორი მსუბუქია, ხოლო ორზე სამედიცინო ჩარევა გახდა საჭირო. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ის უკვე ბინაზეა გაწერილი.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. მათივე ცნობით, დანაშაული ცხლე კვალზე გაიხსნა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
16-11-2024
16-11-2024