გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საგადასახადო ამნისტიის ფარგლებში, 63 000-მდე ფიზიკურ პირს 300 მილიონი ლარი უკვე ჩამოეწერა

9-07-2024

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს აცნობებს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ" ქვეპუნქტის საფუძველზე, დღეის მდგომარეობით - 63 000-მდე ფიზიკურ პირს 301 753 088.42 მილიონი ლარი (მათ შორის ძირი გადასახადი 104 007 281.39 ლარი, სანქცია 71 502 813.93 ლარი, საურავი 126 242 993.10 ლარი) უკვე ჩამოეწერა, –აღნიშნულ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.


მათივე განმარტებით, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა აქტიურად მიმდინარეობს, როგორც ელექტრონულად www.rs.ge პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით (62 515 ფიზიკურ პირზე 278 640 854.30 ლარი), ასევე პირადი (329 ფიზიკურ პირზე 23 112 234.12 ლარი) მომართვის საფუძველზე.


საქართველოს მთავრობის ინიციატივა შეეხება გადასახადის გადამხდელ ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის მეწარმე სუბიექტებს და პროცესი გულისხმობს, იმ აღიარებული საგადასახადო დავალიანების, დარიცხული საურავების ჩათვლით ჩამოწერას, რომელიც წარმოშობილია 2021 წლის პირველ იანვრამდე.


განმსაზღვრელი ფაქტორი, რის გამოც აღნიშნული პერიოდი (2021 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება) შეირჩა, საგადასახადო ხანდაზმულობაა.


მნიშვნელოვანი გარემოებაა, ის რომ დავალიანების ჩამოწერის შემდგომ, ფიზიკური პირის მიმართ გადახდევინების უზრუნველსაყოფად განხორციელებული იძულებითი ღონისძიებები - საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა, ქონებაზე ყადაღის დადება და ა. შ ავტომატურად გაუქმდება. აღნიშნული საგადასახადო შეღავათი ხელს შეუწყობს მათ აქტიურ ჩართულობას ეკონომიკურ საქმიანობაში.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930