გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვლადიმერ ბოჟაძე მსოფლიო ბანკის მონაცემებზე: საქართველო უსწრებს ევროკავშირის 6 წევრ და ყველა კანდიდატ ქვეყანას! მხოლოდ მშვიდობას და სტაბილურობას მოაქვს განვითარება

9-07-2024

თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს ეხმიანება, რომლის მიხედვით, საქართველოს ნომინალური მთლიანი ეროვნული შემოსავალი მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით 2023 წელს 11,75%-ით გაიზარდა - აღნიშნული მაჩვენებლით საქართველო უკვე უსწრებს ევროკავშირის წევრ 6 ქვეყანას.


ბოჟაძე აღნიშნავს, რომ მხოლოდ მშვიდობას და სტაბილურობას მოაქვს განვითარება და გარე და შიდა მტრების მცდელობების მიუხედავად საქართველოს ხელისუფლება ბოლომდე დაიცავს მშვიდობას და სტაბილურობას, უზრუნველყოფს ქვეყნის წინსვლას და განვითარებას.


„საქართველო უსწრებს ევროკავშირის 6 წევრ და ყველა კანდიდატ ქვეყანას! მხოლოდ მშვიდობას და სტაბილურობას მოაქვს განვითარება. საქართველოს გარე და შიდა მტრების მცდელობების მიუხედავად ბოლომდე დავიცავთ მშვიდობას და სტაბილურობას, უზრუნველვყოფთ ქვეყნის წინსვლას და განვითარებას! #მშვიდობადაწარმატებებისაქართველოს“, - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31