გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
«The National Interest» (აშშ): დასავლეთმა მოსკოვს უნდა მიანიშნოს, რომ თუ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას განაახლებს, ეს ძვირად დაუჯდება

7-10-2018

ამერიკული გამოცემა «The National Interest»-ი, აქვეყნებს ცნობილი დიპლომატებისა და პოლიტოლოგების - უილიამ კორტნის, დენიელ ფრიდისა და კენეტ იალოვიცის სტატიას სათაურით „საით მიდის საქართველო?“


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:


„საქართველოს მთავრობა რეფორმების გატარებაში მოსახლეობის მხარდაჭერით სარგებლობს და, აქედან გამომდინარე, მას შეუძლია ასეთი ფონი პოლიტიკური პროცესების, მართვისა და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისათვის გამოიყენოს. ასევე აუცილებელია გაფართოვდეს ქალების მონაწილეობა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში, რაც ერთობ წაადგება ქართულ დემოკრატიას. დასავლეთის მხარდაჭერა კი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხში ურყევია.


რასაკვირველია, საქართველოს სურს, რომ ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების გრაფიკი იცოდეს, მაგრამ ასეთ განრიგის შექმნა უახლოეს პერსპექტივაში საეჭვოა. მთავარია, რომ ამ შემთხვევაში თბილისმა არსებული შესაძლებლობები უკეთ გამოიყენოს. ნატოსთან და ევროკავშირთან ინტეგრაციის პირობებში მან პოლიტიკურ-ეკონომიკური გარდაქმნები უნდა განახორციელოს - მტკივნეული, მაგრამ საბოლოო ჯამში მომგებიანი.


საქართველოს მიერ რთული საკითხების მოგვარების კვალობაზე, დასავლეთი, თავის მხრივ, დაინტერესებული იქნება, რომ საქართველო ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანდეს. დასავლეთი დაბეჯითებით დაიცავს მის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.


რამდენადაც საქართველო ევროპულ სტანდარტებს ასრულებს, ევროკავშირიც, ცხადია, მის მიმართ გულუხვობას გამოიჩენს საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოების თვალსაზრისით. გარდა ამისა, ვიზალიბერალიზება და თავისუფალი ვაჭრობოს რეჟიმი საქართველოს ევროპაში სარკმელს უფრო ფართოდ უღებს და ქართველებს პოზიტიურ ბიძგს აძლევს პროდასავლური კურსის გაგრძელების თაობაზე.


დასავლური სამხედრო მომზადება და ტექნიკა, ავღანეთში და ერაყში მიღებული საბრძოლო გამოცდილება საქართველოს თავდაცვისუნარიანობას აძლიერებს. აშშ დღეს საქართველოს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს - „ჯაველინებს“ აწვდის. ამერიკას, სხვა ნატოელ მოკავშირეებთან ერთად, შეუძლია ძალისხმევა გააორმაგოს, რომ საქართველომ თანამედროვე ტერიტორიული თავდაცვა შექმნას. თბილისს მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ნატოს ავღანურ მისიაში, რაც მოწმობს მის ერთგულებას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიზნებისადმი.


დასავლეთ შეუძლია მოსკოვს მოუწოდოს საქართველოსთან მშვიდობიანი ურთიერთობის დამყარებისა და მის საგარეოპოლიტიკური არჩევანისადმი პატივისცემისაკენ და მიანიშნოს, რომ თუ აგრესია განახლდება, კრემლს ეს ძვირად დაუჯდება.


საქართველო დღეს საკვანძო ტესტს წარმოადგენს იმ მიზნით, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის რეფორმირებული სახელმწიფო ევროატლანტიკური თანამეგობრობის ნაწილი გახდეს. ფსონები ძალიან მაღალია“-ნათქვამია სტატიაში.


----------


ავტორთა შესახებ:


უილიამ კორტნი - არაკომერციული კვლევითი ორგანიზაცია RAND Corporation-ის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, აშშ-ის ყოფილი ელჩი იყო საქართველოსა და ყაზახეთში;


დენიელ ფრიდი - აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს წევრი, იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპულ საქმეებში, მუშაობდა პრეზიდენტების - ბილ კლინტონისა და ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაში;


კენეტ იალოვიცი - ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი კონფლიქტების დარეგულირების სფეროში და „ვილსონ-ცენტრის“ მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. იყო აშშ-ის ელჩი საქართველოში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930