10-07-2024
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან დაკავშირებულ ინციდენტს ეხმაურება.
პაპუაშვილის თქმით, ევროპელი დიპლომატები დღემდე არ გმობენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ენჯეობისგან“ ძალადობის კამპანიას.
„უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის ევროპა, რომელსაც „ნაცები“, ევროკავშირის ზოგიერთი პოლიტიკოსი და ბიუროკრატი გვაჯერებს, რომ ნამდვილი ევროპაა - ზეწოლის, ზიზღის და შევიწროების.
ის, რომ ევროპელი დიპლომატები დღემდე ერთი სიტყვითაც არ გმობენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ენჯეობის“ მხრიდან ძალადობის და ზიზღის კამპანიას, ამ ინციდენტის წამახალისებელ გარემოებად იქცა.
ეს არ არის ის ევროპა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ“, - წერს შალვა პაპუაშვილი.