გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: დასავლელ პარტნიორებს შორის ბევრს ექნება სურვილი, არ ცნოს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგი, მაგრამ არჩევნების მაღალი სტანდარტი მათ ამის შანსს არ დაუტოვებს

12-07-2024

„რევოლუციური და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები არის მარცხისთვის განწირული და ძალიან მკაცრ და კანონიერ პასუხს მიიღებს ყველა, ვინც ამას შეეცდება," - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა, როცა უპასუხა კითხვას, რა მოლოდინები არსებობს არჩევნების შემდეგ და როგორი იქნება ოპოზიციის მოქმედებები.


სოზარ სუბარი დარწმუნებულია, რომ არჩევნები საქართველოში ჩატარდება მაღალი სტანდარტით, თუმცა მან ისიც აღნიშნა, რომ მისი შედეგების არცნობის მსურველი ბევრი გამოჩნდება. რაც შეეხება კითხვას - შევა თუ არა ოპოზიცია პარლამენტში, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ მათ საკანონმდებლო ორგანოში შესვლას ვერავინ დაასწრებს.


„სახელმწიფო გადატრიალებებისა და რევოლუციების მოწყობის ნებისმიერი მცდელობა მარცხისთვის არის განწირული.


ძალიან მკაცრ და კანონიერ პასუხს მიიღებს ყველა, ვინც ამას შეეცდება. რაც შეეხება კითხვას - დამარცხების შემდეგ შემოვა თუ არა ოპოზიცია პარლამენტში, თუ არ შემოვლენ უკეთესი იქნება ქართული პოლიტიკური სივრცისთვის, თუმცა გარწმუნებთ, რომ პირველები სწორედ ისინი (ოპოზიცია) შემოვარდებიან. შეიძლება სიტყვიერად თქვან, რომ არ შემოვლენ, მაგრამ ოფიციალურად განცხადებას არ დაწერენ, რადგან, 2020 წლის არჩევნებისგან განსხვავებით, მათ განცხადებას მაშინვე დავაკმაყოფილებთ და არავის შევეხვეწებით, გინდათ თუ არა, შემოდით პარლამენტშიო.


დასავლელი პარტნიორების მხრიდან არჩევნების შედეგების ცნობა-არცნობას რაც შეეხება, დარწმუნებული ვარ, მათ შორის ძალიან ბევრი აღმოჩნდება, ვისაც ექნება სურვილი, არ ცნოს ეს შედეგები, მაგრამ ამის შანსს მათ არ დაუტოვებს მაღალი სტანდარტით ჩატარებული საარჩევნო პროცესი.


არჩევნების არაღიარება იქნება წარმოუდგენელი ცინიზმი იმ ფონზე, როდესაც ამერიკაში ფოსტით გაგზავნილმა ბიულეტენებმა განსაზღვრა წინა საპრეზიდენტო არჩევნების ბედი, საპარლამენტო არჩევნებში კი სულაც 2-3 წლის წინ გარდაცვლილი ადამიანები აირჩიეს ზოგი სენატში და ზოგიც კონგრესში. ამ ფონზე საქართველოს არჩევნებზე რომ თქვან, ლეგიტიმაციას მოკლებულიაო, ეს იქნება ძალიან სამარცხვინო ისევ მათთვის, ვინც გაბედავს და ამას იტყვის," - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031