გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გოგა ხაინდრავა: ამერიკის შეერთებული შტატების სათავეში არ დგას ის ხალხი, ვინც ამერიკელმა ამომრჩეველმა აირჩია თავის დროზე, მას ბოროტი ძალები მართავენ. სადაც კი ფეხი გაუდგამთ, უბედურების, სისხლის და ცეცხლის მეტი არაფერი მიუტანიათ

15-07-2024

„ამერიკის შეერთებული შტატების სათავეში არ დგას ის ხალხი, ვინც ამერიკელმა ამომრჩეველმა აირჩია თავის დროზე“,- ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ბოროტების იმპერიად გადაიქცა, რისი უამრავი მაგალითიც არსებობს.


„საქართველო არის პოლიტიკური ტერორის მსხვერპლი დღეს, რომელიც იმართება ზუსტად იმ ძალების მიერ აშშ-დან, რა ძალებმაც განახორციელეს შეტევა ტრამპზე. ბუნებრივია, რომ იმ უბედურებას, რომელსაც დღეს ამერიკის პრეზიდენტი ჰქვია, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების არანაირი შანსი არ ჰქონდა იმიტომ, რომ ის არის ისეთ მდგომარეობაში მყოფი კაცი, რომელსაც ჭიქა წყალს ვერ ჩააბარებს კაცი, როგორ შეიძლება ამხელა ქვეყანაზე ლაპარაკი. თუ მივუმატებთ იმასაც, რომ ხელით გააქვთ პრესკონფერენციებიდან აბსოლუტურად ნათელია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სათავეში არ დგას ის ხალხი, ვინც ამერიკელმა ამომრჩეველმა აირჩია თავის დროზე, როგორც სენატში, ისე კონგრესში და მით უმეტეს, პრეზიდენტად. ისმება კითხვა- ვინ მართავს ამერიკის შეერთებულ შტატებს? ამერიკის შეერთებულ შტატებს ბოროტი ძალები მართავენ, ეს არის ცალსახა. ეს ქვეყანა ბოროტების იმპერიად გადაიქცა, ამის უამრავი მაგალითი არსებობს. ყველა ქვეყანაში, სადაც კი მათ ფეხი გაუდგამთ, უბედურების, სისხლის და ცეცხლის მეტი არაფერი მიუტანიათ,“ - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930