გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: ახლოვდება არჩევნები, აქტიურდება NDI/IRI. იგივე ხდება სხვა ქვეყნებშიც, რომლებიც „ფერადი რევოლუციების“ სამიზნეებად არის შერჩეული

15-07-2024

ახლოვდება არჩევნები, აქტიურდება NDI/IRI. მოსახლეობის ინფორმირების შესაფუთი მასალით ფუთავენ რადიკალური ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას სხვადასხვა ფორმით, - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.


ანჯაფარიძის თქმით, ზემოთ ხსენებული ხდება სხვა ქვეყნებშიც, რომლებიც „ფერადი რევოლუციების“ სამიზნეებად არის შერჩეული.


„ახლოვდება არჩევნები, აქტიურდება NDI/IRI. მოსახლეობის ინფორმირების შესაფუთი მასალით ფუთავენ რადიკალური ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას სხვადასხვა ფორმით. ჯერ იყო და ე.წ. ოპოზიციონერ ქალ დეპუტატთა ვოიაჟი დააფინანსეს საქართველოს ქალაქებში, ვითომდა ევროინტეგრაციაზე მოსახლეობის ინფორმირების მიზნით. არადა, როგორც შევიტყვე, მათ შორის შეხვედრების მონაწილეებისგან, ძირითადი დრო ხელისუფლების ლანძღვას და დამსწრეებში ანტისახელისუფლებო განწყობების გაღვივებას დაეთმო. ახლახან მსგავსი თავყრილობა, ისევ NDI-ს დაფინანსებით, ჩატარდა წნორში, რომელიც, ფაქტობრივად, „ლელოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად გადაიქცა. არადა, ოფიციალურად, საარჩევნო კამპანია ჯერ არ გახსნილა. გგონიათ, საქართველო გამონაკლისია? არა! იგივე ხდება სხვა ქვეყნებშიც, რომლებიც „ფერადი რევოლუციების“ სამიზნეებად არის შერჩეული“, - წერს ანჯაფარიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930