გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
2024 წლის 6 თვეში სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ტურისტული ვიზიტების რაოდენობა +38.8%-ით გაიზარდა

16-07-2024

საქართველოში იანვარი-ივნისის პერიოდში, სპარსეთის ყური ქვეყნებიდან, მაღალმხარჯველი ტურისტული ბაზრებიდან  42,905  საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  +38.8%-ით მეტია.


ვიზიტორთა განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება საუდის არაბეთიდან  +44.3%, ქუვეითიდან +45.8% და კატარიდან +29.7%.


საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა  გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული  მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031