გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საკუთრების უფლების ინდექსით საქართველო 40 საუკეთესო ქვეყანას შორისაა, ხოლო 11-წლიანი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია, არის ევრაზიის საუკეთესო სამეულში, ევროპაში კი პირველ ადგილზეა

16-07-2024

გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებული საკუთრების უფლების ინდექსის მიხედვით საქართველომ კვლავინდებურად ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და შეფასების 100%-ანი სისტემით 88,6% მიიღო. საქართველო მსოფლიო რეიტინგში 40 საუკეთესოს შორის, 38-ე ადგილზეა.


2012 წლის შემდეგ შეფასების გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულში, ევრაზიის საუკეთესო სამეულში, ევროპაში კი პირველ ადგილზეა. ამ 11 წლიან პერიოდში საქართველომ შეძლო შეფასება 13,5 პროცენტული პუნქტით გაეუმჯობესებინა. აღსანიშნავია, რომ საქართველო 2012 წელს საკუთრების უფლების დაცულობით ევროპაში ბოლო ადგილზე იყო, მსოფლიოში კი 93-ე პოზიცია ეკავა. 11 წლიან პერიოდში საქართველოს მსოფლიო რეიტინგში 55 ადგილით დაწინაურდა. 2023 წლის შედეგებით საქართველო უსწრებს ნატოს და ევროკავშირის წევრ არაერთ სახელმწიფოს და განვითარებულ ქვეყანას, კერძოდ: ავსტრიას, ნიდერლანდებს, პორტუგალიას, კანადას, საბერძნეთს, კვიპროსს, ისრაელს, თურქეთს, სამხრეთ კორეას, სინგაპურს და ა.შ.


„დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-Dem) არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი უშუალოდ დემოკრატიაზე. მისი სათავო ოფისი დაფუძნებულია V-Dem ინსტიტუტში, შვედეთში, გოტენბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტში. პროექტს უძღვება 5 მთავარი გამომძიებელი, 19 პროექტის მენეჯერი, 33 რეგიონალური მენეჯერი, 134-ზე მეტი კოორდინატორი და 4000-მდე ექსპერტი მსოფლიოს მასშტაბით. ორგანიზაცია ერთ-ერთია იმ კვლევით პროექტებს შორის, რასაც მსოფლიოს ბანკის “გლობალური მმართველობის ინდიკატორები” და ატლანტიკური საბჭოს „თავისუფლების ინდექსი“ ეფუძნება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930