გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ედიშერ გვენეტაძე მეთიუ მილერის განცხადებაზე: მილერებს და მის პატრონებს არ უნდათ გაიგონ, რომ სულ მცირე 4 თვის შემდეგ, ისინი ისტორიის სანაგვეზე იქნებიან მოსროლილნი, თავად მისი უდიდებულესობა ამერიკელი ხალხის მიერ

16-07-2024

ამ პოლიტიკოსებად წოდებულ სუბიექტებს მათდა საუბედუროდ ვერ გაუცნობიერებიათ, რომ მათი ადმინისტრაციის მმართველობის წლები ყველაზე სამარცხვინოდ შევა აშშ ისტორიაში! – ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის მიერ ტრამპზე თავდასხმასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებაზე გაკეთებულ კომენტარს, რომლის თქმითაც, „პრეზიდენტმა ამერიკულ საზოგადოებას სთხოვა, სპეკულაციისგან თავი შეეკავებინათ, იმავე მიმართვას უცხო ქვეყნებზეც გავავრცელებდი“.


გვენეტაძის თქმით, მილერებს და მის პატრონებს ვერ გაუცნობიერებიათ ელემენტარული ჭეშმარიტება – თავი დაანებონ სხვა ქვეყნების შინაურ საქმეებში ხელების ფათურს და საკუთარ ჩაოხრებულ საქმეებს მიხედონ.


„ამათზეა ნათქვამი: “ძაღლი სახლში არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო”!დიახ, ამ ადამიანებს ვერ გაუცნობიერებიათ თუ რა დღეში ჩააგდეს ჯერ უპირველესად საკუთარი ქვეყანა და მერე მთელი მსოფლიო!ამ ბედის უკუღმართობით დროებით აღზევებულთ, ვერ გაუცნობიერებიათ თავიანთი პოლიტიკით თუ რა უბედურება დაატეხეს თავს უკრაინელ ხალხს და მათთან მოთანამშრომლე 30 ათას ავღანელს!!მათ ვერ გაუცნობიერებიათ ელემენტარული ჭეშმარიტება – თავი დაანებონ სხვა ქვეყნების შინაურ საქმეებში ხელების ფათურს და საკუთარ ჩაოხრებულ საქმეებს მიხედონ!ამ პოლიტიკის აბლაბუდაში გახლართულების უბადრუკ აზროვნებაზე ისიც მიუთითებს, რომ მათ საქართველოში თავიანთ დასაყრდენად გვარამია, ლომჯარია, გიგაური, ხატია, ჭიჭიკო, პატიკო…ჰყავთ და ამ ჭკუა-გონებაზე ნაფტალინგადაყრილებს ყოველ წუთს ფულებს უგზავნიან და ყოველ მომდევნო თვეს მედლებით აჯილდოებენ!ამ პოლიტიკოსებად წოდებულ სუბიექტებს მათდა საუბედუროდ ვერ გაუცნობიერებიათ, რომ მათი ადმინისტრაციის მმართველობის წლები ყველაზე სამარცხვინოდ შევა აშშ ისტორიაში!იმ ქვეყნის ისტორიაში, სადაც მმართველები იყვნენ: ვაშინგტონი, ლინკოლნი, რუზველტი, რეიგანი!მილერებს და მის პატრონებს არ უნდა გაიგონ, რომ სულ მცირე 4 თვის შემდეგ, ისინი ისტორიის სანაგვეზე იქნებიან მოსროლილნი, თავად მისი უდიდებულესობა ამერიკელი ხალხის მიერ (თუ უკვე არ არიან)!ამიტომაც უნდა იცოდეს ყველამ მტერმა და მოყვარემ – მილერები, ბაიდენები, ზეიები, ბლინკენები…. მიდიან და მოდიან ქართველი და ამერიკელი ხალხი რჩება. მათი მეგობრობა გრძელდება და ძლიერდება!“, – წერს ედიშერ გვენეტაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031