გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: დარწმუნებულები ვართ, რომ ქართველი ხალხი ბოლომდე დაგვიდგება გვერდით ამ უთანასწორო ბრძოლაში, სადაც აუცილებლად გავიმარჯვებთ

17-07-2024

„დღეს საქართველოს და მისი ხელისუფლების უპირველესი ამოცანა გახდა ქვეყნის ფიზიკური და სულიერი გადარჩენა, მისი შემდგომი განვითარება და თავისუფლება ყოველგვარი სუბიექტური გავლენებისგან, რაც, არა მხოლოდ შეგვიძლია, არამედ, ვალდებულებიც ვართ ეს გავაკეთოთ. ამიტომ უნდა შევძლოთ იმგვარად გაძლიერება, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ ამ ქვეყანაში, საქართველოში მიიღებოდეს!“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, პარტიის საარჩევნო კამპანიის ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.


„ერთია არსებული რეალობა და მეორეა საქართველოს წინააღმდეგ მომართული ცრუ კამპანია, თუმცა ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ, მაგალითად, ევროკავშირის ფაქტორი, ნაცვლად კეთილსინდისიერი მიზნებისა, ვინმემ შანტაჟის იარაღად გამოიყენოს საქართველოს წინააღმდეგ.


ჩვენ არასდროს მივატოვებთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს და ქართველ ხალხს. დარწმუნებულები ვართ, რომ ვერავინ მოატყუებს მათ და ქართველი ხალხიც ბოლომდე დაგვიდგება გვერდით ამ უთანასწორო ბრძოლაში, სადაც აუცილებლად გავიმარჯვებთ წელს, იმ არჩევნებზე, რომელსაც ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, როგორც 2012 წლის არჩევნებს.


აი, ეს არის ნამდვილი ერთობა და არა უბრალოდ სიტყვა, რომელიც ვიღაცებს სარწმუნოების ჩასანაცვლებლად სჭირდებათ.


ჩვენ ვივლით ქართულ გზაზე, სადაც თანაბარი შანსი და გარანტია ექნება ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, დეოკუპაციას და ქვეყნის გამთლიანებას, რწმენის, ეროვნული იდენტობის და ტრადიციების შენარჩუნებას და ჩვენი ქვეყნის ღირსეულ წევრობას ევროპულ ოჯახში! და არც ერთი მათგანი რომელიმე მეორის ხარჯზე,“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930