8-10-2018
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, 7 ოქტომბერს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეს ტ.მ-ს 600 ღერი, არადეკლარირებული სიგარეტი, ფიზიკური დათვალიერებისას აღმოუჩინეს.
უწყების ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ჩამოერთვა საქონელი და ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა.
16-11-2024
16-11-2024