გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფინანსური სტაბილურობის უწყებათაშორისმა კომიტეტმა მორიგი სხდომა გამართა

17-07-2024

ფინანსურ სტაბილურობასთან დაკავშირებული საკითხები დღეს, 17 ივლისს, ფინანსური სტაბილურობის უწყებათაშორისი კომიტეტის მორიგ სხდომაზე განიხილეს.

კომიტეტი ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის საფუძველზე 2020 წელს შეიქმნა და მის შემადგენლობაში საქართველოს ფინანსთა მინისტრი (კომიტეტის თავმჯდომარე), ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს და სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსები შედიან.

კომიტეტის ძირითადი ამოცანაა ფინანსური სისტემის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით, უწყებებს შორის კოორდინაცია. შეხვედრისას განიხილეს რეზოლუციისა და გაჯანსაღების ჩარჩოს მიმართულებით არსებული მიმდინარე და სამომავლო აქტუალური საკითხები.

„კომიტეტის წევრებმა ისაუბრეს რეზოლუციის ჩარჩოს განვითარებისა და ევროპულ პრაქტიკასთან დაახლოების გზებზე და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე. საუბარი ასევე შეეხო უწყებათაშორის საერთო შემუშავებულ და შესამუშავებელ პროცედურულ საკითხებს. ამასთან, წევრებმა მიმოიხილეს სარეზოლუციო ფონდთან დაკავშირებული, უკვე ძალაში შესული საკანონმდებლო ცვლილებები და გამომდინარე საერთო უწყებათაშორისი სამართლებრივი აქტებით მოსაწესრიგებელი, მათ შორის ადმინისტრირების, საკითხები.


დამატებით, საუბარი შეეხო, თბილისში, 4 ივლისს გამართულ საქართველოს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსა და დეპოზიტების დაზღვევის საერთაშორისო ასოციაციის (IADI) კონფერენციაზე განხილულ რეზოლუციასა და დეპოზიტების დაზღვევის სისტემასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს.

დასასრულს, კომიტეტის წევრებმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციების შესრულების სტატუსი განიხილეს და სამომავლო ნაბიჯებზეც იმსჯელეს“, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930